Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს ხარჯებზე ლაპარაკობს


პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გაწეული ხარჯების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და გამოთქვამს ეჭვს, რომ სოლიდური საბიუჯეტო თანხა საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესზე იხარჯებოდა. ”ბიუჯეტიდან წელს დახარჯული აქვს 16 მილიონი და ამას ადევს ”გრიფი საიდუმლო”. მიმართა ფინანსთა მინისტრმა და მასაც არ აძლევენ ინფორმაციას. ჩვენ მოვახერხებთ ამ ინფორმაციის გახსნას უახლოეს დროში და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ზუსტად ამ თანხებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ეს პასკვილები.” ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ 16 მილიონის დახარჯვას ადასტურებს ფინანსთა მინისტრიც. ნოდარ ხადურის თქმით, ეს თანხა მიმდინარე წელს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მოხმარდა. ”24 მილიონი ლარის ნაცვლად, მომავალი წლის ბიუჯეტში მილიონ 800 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული უშიშროების საბჭოსთვის”, - აცხადებს ხადური.
XS
SM
MD
LG