Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში აპროტესტებენ ახალი კონსტიტუციის პროექტს


ეგვიპტეში ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებს საკონსტიტუციო ასამბლეის მიერ ახალი კონსტიტუციის პროექტის დამტკიცებას. ასამბლეამ, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ ისლამისტები, მოკლე დროში დაამტკიცა ახალი კონსტიტუციის პროექტი, ეგვიპტის პრეზიდენტის გასული კვირის დეკრეტით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. საკონსტიტუციო ასამბლეამ კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა პარასკევს, დილაუთენია გამართული კენჭისყრის შედეგად, ლიბერალებისა და ქრისტიანების ბოიკოტის მიუხედავად. ოპონენტების აზრით, პროექტი ასუსტებს ზოგ ძირითად უფლებას, მომხრეები კი ამბობენ, რომ პროექტის სწრაფად დამტკიცება საჭირო იყო ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად. მოსალოდნელია, რომ მურსი ამ კვირის მიწურულს დაამტკიცებს კონსტიტუციის პროექტს, რასაც მოჰყვება დეკემბრის შუა რიცხვებში ახალი კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გატანა. მურსის მიერ გასულ კვირაში მიღებული დეკრეტი ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად გაზრდას. ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული საპროტესტო აქციების მსვლელობაში დაიღუპა, სულ ცოტა, ორი და დაშავდა ასობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG