Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუდ-ის ოთხ ყოფილ თანამშრომელს ბრალს წაუყენებენ 2005 წლის 2 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით


საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, სისხლის სამართლის სამი მუხლით ბრალს წაუყენებენ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას, იოსებ თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიას. კბილაშვილის განმარტებით, საქმე ეხება წამების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებს. ბრალდებები უკავშირდება 2005 წლის 2 იანვარს თბილისში, რესტორან "ძველ სახლში" სუფრაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის მეუღლეს, თაკო სალაყაიას. კბილაშვილის თქმით, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. კბილაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებაც.
XS
SM
MD
LG