Accessibility links

პაკისტანი თანახმაა მეტი თალიბი პატიმრის გათავისუფლებაზე


პაკისტანი თანახმაა მომავალში მეტი თალიბი პატიმრის გაათვისუფლებაზე. ამის შესახებ ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მოჰყვა ისლამაბადში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზალმაი რასულის ერთდღიან ვიზიტს. რასული შეხვდა პაკისტანელ კოლეგა ჰინა რაბანი ხარს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი არ არის, რამდენ პატიმარს გაათავისუფლებენ, ან იქნება თუ არა გათავისუფლებულებს შორის თალიბანის ლიდერის ყოფილი მოადგილე, მოლა აბდულ ღანი ბარადარი. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანს მოუწოდებს „პატიოსანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშროლობისაკენ“, ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ისლამაბადში, პაკისტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რასული მიესალმა 15 ნოემბერს 10-მდე თალიბი სარდლის პატიმრობიდან გათავისუფლებას, თალიბანსა და ქაბულს შორის ნდობის დამყარების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG