Accessibility links

კაიროში იმართება პრეზიდენტის მომხრეებისა და ოპონენტების აქციები


კაიროში იმართება პრეზიდენტ მუჰამად მურსის მხარდამჭერების, მათ შორის ისლამისტების მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მხარდაჭერას უცხადებენ ახალი კონსტიტუციის პროექტს. კონსტიტუციის ამ პროექტს აკრიტიკებენ ლიბერალები და ქრისტიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. დღეს დაწყებული დემონსტრაციის ინიციატორია მმართველი პოლიტიკური ძალა „მუსლიმთა საძმო“. ამასობაში, კაიროში გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა რამდენიმედღიანი საპროტესტო აქცია. დემონსტრანტებმა მთელი ღამე გაატარეს ტაჰრირის მოედანზე. მოსალოდნელია, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ამ დღეებში დაამტკიცებს ახალი კონსტიტუციის პროექტს, რასაც უნდა მოჰყვეს პროექტის გატანა რეფერენდუმზე. მუჰამად მურსი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ გააუქმებს თავის ბოლოდროინდელ დეკრეტს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მის უფლებამოსილებას.
XS
SM
MD
LG