Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში დაბლოკილია რადიო თავისუფლების ვებსაიტი


ტაჯიკეთში დაბლოკილია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ვებსაიტი. ტაჯიკეთის სახელმწიფო კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეგ ზუხუროვმა პარასკევს ინტერვიუში დაადასტურა ვებსაიტის დაბლოკვის ფაქტი. მისი განმარტებით, ხელისუფლება მოქმედებდა საჩივრის საპასუხოდ, რომელსაც გამოთქვამს „შეშფოთებული მოქალაქეების ჯგუფი“ - მინისტრის თქმით, მათ შეშფოთებას იწვევს „საინფორმაციო სააგენტოების ცნობები, რომლებიც მიმართულია ტაჯიკეთის ინტერესების წინააღმდეგ“. რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, სტივენ კორნმა „ცენზურა“ უწოდა ტაჯიკეთში ვებსაიტის დაბლოკვას.
XS
SM
MD
LG