Accessibility links

აშშ გმობს ისრაელის გეგმას ახალი დასახლებების მშენებლობის შესახებ


შეერთებული შტატები გმობს ისრაელის, ვაშინგტონის შეფასებით, „კონტრპროდუქტიულ“ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ებრაელი მოსახლეებისათვის ახალი სახლების აშენებას პალესტინელების ტერიტორიებზე, აღმოსაველთ იერუსალიმში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა, ისრაელის გადაწყვეტილება უკან სწევს ისრაელსა და პალესტინელების შორის მოლაპარაკების მეშვეობით მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართულ პროცესს. ვაშნიგტონის ეს შეფასება მოჰყვა ისრაელის განცხადებას, რომ აპირებს 3000-ზე მეტი საცხოვრებელი ერთეულის აშენებას აღმოსავლეთ იერუსალიმში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. მანამდე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა პალესტინისათვის გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსის მინიჭებას. პალესტინელების მოთხოვნით, მათი მომავალი სახელმწიფო უნდა მოიცავდეს აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსაც.
XS
SM
MD
LG