Accessibility links

logo-print

მსოფლიოში აღნიშნავენ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს


მსოფლიოში აღნიშნავენ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. მიზანია ყურადღების მიპყრობა შიდსის პანდემიისაკენ, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ-ის) გავრცელება. გაეროს შიდსის ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი აივ/შიდსის თავიდან აცილებისა და მკურნალობის მიმართულებით. ახალი ინფიცირების შემთხვევები განახვერდა 25 ქვეყანაში, ხოლო გლობალურად, შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა 25%-მდე არის შემცირებული 2005 წლის შემდეგ. მაგრამ, ორგანიზაციის მონაცემებით, არსებობს რეგიონი, სადაც კვლავინდებურად იზრდება აივ-ით ინფიცირების მასშტაბი - ეს არის აღმოსავლეთი ევროპა და შუა აზია. საქართველოც არის ქვეყნებს შორის, რომლებშიც განვლილი წლის განმავლობაშიც გაიზარდა აივ-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა.
XS
SM
MD
LG