Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოცხადდა დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც მან შენობაში შესვლამდე აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, ის მზად არის, პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას. იქვე მერაბიშვილმა მიმართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს: „ჩვენ გუნდს მუქარით, შანტაჟით, დაკითხვებით, დაჭერით ვერ შეგვაშინებს და ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რომ ვიბრძოლოთ საქართველოსათვის. მე და ჩემი გუნდი და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსათვის, ჩვენ არ შევდრკებით“, - განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე მერაბიშვილმა, რომელმაც მანამდე საგანგებო ბრიფინგზე უარყო ინფორმაცია, თითქოს ის შეეცადა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ასეთ ინფორმაციას შეიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შაბათს გავრცელებული განცხადება. მერაბიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება ცდილობს „ყველა დააშინოს და დაიჭიროს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება”.
XS
SM
MD
LG