Accessibility links

logo-print

შსს: დაკითხვაზე მერაბიშვილმა "პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან"


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მერაბიშვილი მართალია, "გამოცხადდა დაკითხვაზე, მაგრამ პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. გამოძიება გრძელდება და განმეორებით დაიკითხებიან" საქმეში მონაწილე პირები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი. გამოძიება მიმდინარეობს 30 ნოემბრის ინციდენტთან დაკავშირებით, როცა მერაბიშვილმა, შსს-ის განცხადებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სცადა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ერევანში გასამგზავრებლად.
XS
SM
MD
LG