Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სასამართლომ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღება გადადო


ეგვიპტის სასამართლომ გადადო გადაწყვეტილების მიღება საკითხზე, რომელიც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე კოლეგიის კანონიერებას შეეხება. სასამართლო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სხდომის გადადება ადმინისტრაციული მიზეზებითაა გამოწვეული. თუმცა, ერთ-ერთმა ანონიმმა მოსამართლემ „ასოშიეიტედ პრესს“ უთხრა, რომ მოსამართლეებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა, სასამართლოს შენობის წინ ათასობით დემონსტრანტის ყოფნის პირობებში. შაბათს, ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ 15 დეკემბერი გამოაცხადა კონსტიტუციის პროექტზე რეფერენდუმის ჩატარების დღედ. მურსის პოლიტიკის მხარდასაჭერად კაიროსა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში ათეულ ათასობით ადამიანმა გამართა მსვლელობა. ადამიანის უფლებათადამცველმა „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ადრე აღნიშნა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტის ისლამისტმა მოკავშირეებმა შეადგინეს, ‘შორს დგას ადამიანის უფლებათა დაცვისაგან“
XS
SM
MD
LG