Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე


სამხედრო ბაზის სამი მცველი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მდებარე ამერიკის საავიაციო ბაზაზე მომხდარი თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით ცხრა ექსტრემისტი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც მოჰყვა თალიბების რაზმის მცდელობას, ასაფეთქებელი მოწყობილობითა და ჭურვებით განხორციელებულ იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზაში შეჭრილიყვნენ. ავღანეთში მოქმედი ნატოს საერთაშორისო მრავალეროვნული ძალების ოფიციალური წარმომადგენლის ბრიგადის გენერალმა გიუნტერ კაცის ინფორმაციით, იერიშის დროს საერთაშორისო ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ექსტრემისტი ავღანეთის არმიის ფორმაში იყო შემოსილი.
XS
SM
MD
LG