Accessibility links

logo-print

თენგიზ გუნავას მორიგი გირაო შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო გადახდა შეუფარდა. თენგიზ გუნავას გამოძიება ორი მუხლით ედავება. 182-ე მუხლით, რომელიც მითვისებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც გუნავამ 49 500 ლარი და 3 000 ლიტრი ბენზინი მიითვისა. ასევე, 120-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სხეულის მსუბუქ დაზიანებას. ამ მუხლით ბრალი გუნავას გუშინ წარედგინა. საქმე ეხება 2012 წლის მარტში გუნავას მიერ საკუთარი მძღოლის, კახაბერ იზორიას დაჭრას. აღნიშნული თანხა თენგიზ გუნავამ 10 დღეში უნდა გადაიხადოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მისაღებია, თუმცა მიაჩნიათ, რომ თანხა ბევრია და ოჯახს მისი გადახდა გაუჭირდება. მისივე თქმით, გირაოს ოჯახი, სავარაუდოდ, დღესვე გადაიხდის. პროკურატურა გუნავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
XS
SM
MD
LG