Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა გვირაბის ნაწილის ჩამონგრევას


იაპონიაში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა სასაგოს 50 მეტრიანი გვირაბის ერთი სექციის ჩამონგრევის შედეგად. ინცინდენტი ტოკიოს დასავლეთით 80-კილომეტრის დაშორებით მდებარე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდა. ნგრევისა და ხანძრის შედეგად გვირაბში ჩახერგილია დაუდგენელი რაოდენობის ავტომანქანა. ავარია კვირა დილით მოხდა - გვირაბის ბეტონის ფილები ორ მანქანას დაეცა, რის შედეგადაც წარმოიქმნა საცობი. სავარაუდოდ ნანგრევებში 7 კაცია მოყოლილი.
XS
SM
MD
LG