Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება სლოვენიაში, სადაც მთავარი მეტოქეები მოქმედი სახელმწიფო მეთაური დანილო ტიურკი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორუტ პახორი არიან. ორივე პოლიტიკოსი მემარცხენე ძალებს წარმადგენენ. თუმცა, პახორი იცავს სახელმწიფო ხარჯების შემცირების ზომებს, ტიურკი კი, პირიქით, სასტიკად აკრიტიკებს მას. შაბათს, დედაქალაქ ლიუბლიანაში პოლიციასთან შეტაკების დროს 15 დემონსტრანტი დაშავდა. მანიფესტანტები სახელმწიფო ხარჯების შემცირებას და უმაღლეს ეშელონებში გამეფებულ კორუფციასაპროტესტებდნენ.
XS
SM
MD
LG