Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა პირველი ავიამზიდი ჩამოწერა


აშშ-ში სამსახურიდან ჩამოწერეს მსოფლიოში პირველი ატომური ავიამზიდი Enterprise, რომელიც 50 წლის წინ აიგო. ავიამზიდის ეკიპაჟის ათასობით ყოფილი წევრი და გემთმშენებელი მონაწილეობდა გამოსათხოვარ ცერემონიაში, რომელიც ნორფოლკის (შტატი ვირჯინია) სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გაიმართა. ავიამზიდი Enterprise, რომელიც აღჭურვილი იყო 8 ბირთვული რეაქტორით, 1961 წელს მიიღეს ექსპლუატაციაში. მასზე განლაგებული იყო 90 თვითმფრინავი და შვეულმფრენი. ეკიპაჟი 3000 კაცს ითვლიდა, კიდევ 1800 ავია-სექტორში მსახურობდა.
XS
SM
MD
LG