Accessibility links

logo-print

საქართველოში დაახლოებით კიდევ 250 პატიმარს შეიწყალებენ


შეწყალების სახელმწიფო კომისიამ განსახილველად წარდგენილი 550 პატიმრის საქმიდან ნახევარზე ოდნავ ნაკლებზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ განუცხადა. შესაწყალებელთა შორის 23 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდება. 13 მსჯავრდებულ ქალზე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება, მათგან ორს სასჯელი გაუნახევრდება, დანარჩენი კი სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდება. წარმოდგენილ საქმეებს შორის გადაწყვეტილება არ არის მიღებული არც ერთ არასრულწლოვან პატიმართან დაკავშირებით. ელენე თევდორაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი შესაბამის სამართლებრივ აქტს მომავალი კვირის პარასკევამდე გამოსცემს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, შეწყალების სახელმწიფო კომისია მომავალი კვირისთვის კვლავ შეიკრიბება. განსახილველად წარმოდგენილი იქნება საპატრიარქოში შესული განცხადებები და პრეზიდენტის სახელზე დაწერილი შუამდგომლობები, რომელთა რაოდენობაც ექვსასია.
XS
SM
MD
LG