Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეტაკება მოხდა


პრეზიდენტ ენრიკე პენი ნიეტოს ინაუგურაციაზე მეხიკოში არეულობა
მოხდა, დაიჭრა 76, დაკავებულია დაახლოებით ასი კაცი. არეულობის მონაწილეები ამსხვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს და პოლიციელებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლებს უშენდნენ. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ხელისუფლებაში ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის დაბრუნებას, რომელიც მექსიკაც 70 წლის განმავლობაში, 2000-წლამდე მართავდა. პრეზიდენტი პენია ნიეტო საინაგურაციო სიტყვაში მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დაამარცხებს ქვეყანაში გამეფებულ ძალმომრეობას, რომელიც დაპირისპირებულ ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირდება. ამ დაპირისპირების მსხვერპლი მექსიკაში ათასობით ადამიანი გახდა.
XS
SM
MD
LG