Accessibility links

logo-print

ბან კი-მუნი ისრაელის გეგმას აფასებს სამშვიდობო პროცესისთვის ”თითქმის სასიკვდილო დარტყმად”


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ ისრაელის გეგმა - ათასობით საცხოვრებელი ააშენოს იმ მიწაზე, რომელსაც პალესტინელები მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიად მოიაზრებენ, ”თითქმის სასიკვდილო დარტყმაა” სამშვიდობო პროცესის პერსეპქტივისთვის. გაეროს განცხადების თანახმად, 3000 ახალი საცხოვრებელი ერთეულის აშენების თაობაზე ისრაელის გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ იერუსალიმს ”სრულიად მოწყვეტს” დასავლეთ ნაპირის დანარჩენ ნაწილს. ისრაელის განცხადება ახალი დასახლების მშენებლობის გეგმაზე მოჰყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სტატუსის აწევის შესახებ გადაწყვეტილებას. ასამბლეის წევრთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ პალესტინა ”მეთვალყურე ერთეულიდან” ”არაწევრ სახელმწიფოდ” ქცეულიყო.
XS
SM
MD
LG