Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა დამასკის მისადგომებს ბომბავს


სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავები და არტილერია ცეცხლს უშენს მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს დამასკის მისადგომებთან. გავრცელებული ცნობების თანახმად, სირიის მთავრობა ცდილობს დამასკის აეროპორტი დაატოვებინოს მეამბოხეებს და მოუსპოს მათ დედაქალაქისკენ წინსვლის შესაძლებლობა. ეგვიპტის ავიაკომპანიის მიერ ორშაბათიდან დამასკისა და ალეპოს მიმართულებით რეისების განახლების შესახებ განცხადება მიანიშნებს, რომ სირიის მთავრობამ შეძლო აეროპორტის ირგვლივ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნება. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ ჰომსში, ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 24 დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო ”სანამ” კვირას მომხდარი აფეთქება ”ტერორისტულ აქტად” შეაფასა.
XS
SM
MD
LG