Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუბაიში ინტერნეტის გლობალურ მართვაზე იმსჯელებენ


დუბაიში, ”ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის” (ITU) 12 დღიან კონფერენციაზე მთავარი საკითხი ინტერნეტის გლობალური მართვა იქნება. კავშირის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანი გლობალური სატელეკომუნიკაციო ხელშეკრულების განახლებაა. ზოგიერთ ქვეყანას სურს შეზღუდოს ”მინიჭებული სახელებისა და რიცხვების ინტერნეტ-კორპორაციის”(ICANN) უფლებები. მათ სურთ, რომ ინტერნეტის მართვა გადაეცეს ”ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს” - გაეროს უწყებას, რომელიც მსოფლიოს სატელეფონო სისტემებს უწევს კოორდინაციას. ასეთი პოზიცია აქვთ იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც სურთ მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემაზე გადასახადის დაწესება, აგრეთვე ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც ინტერნეტზე კონტროლის დამყარება სურთ. მეორე მხარეს არიან აშშ, ევროკავშირი და ისეთი ფირმები, როგორიც არის Google, რომელიც ეწინააღმდეგება ინტერნეტზე შეზღუდვებს.
XS
SM
MD
LG