Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი გმობს ისრაელის გეგმას ახალი დასახლებების შესახებ


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის შეფასებით, თუ ისრაელი ებრაელი მოსახლეებისათვის მართლაც ააშენებს ახალ დასახლებებს პალესტინელების ტერიტორიაზე, ეს იქნება „თითქმის საბედისწერო დარტყმა“ სამშვიდობო პერსპექტივისათვის. გაეროს მიერ გავრცელებული განცხადებით, თუ განხორციელდა ისრაელის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 3000 ახალი საცხოვრებელი ერთეულის აშენებას, აღმოსავლეთი იერუსალემი შესაძლოა, მთლიანად მოწყდეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის დანარჩენ ტერიტორიას. ისრაელის განცხადება, რომ აპირებს ახალი დასახლებების აშენებას, გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელებს მიანიჭა გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი.
XS
SM
MD
LG