Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობის ჯარები დამასკის გარეუბნებს ბომბავენ


სირიის მთავრობის თვითმფრინავები და არტილერია ბომბავს დამასკის გარეუბნებს, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ცნობების თანახმად, მმართველი რეჟიმის ძალები ცდილობენ მეამბოხეების უკუგდებას დამასკის აეროპორტიდან და დამასკის უბნებისაკენ მოწინააღმდეგის წინსვლის თავიდან აცილებას. იუწყებიან აგრეთვე, რომ ეგვიპტის ავიაკომპანიის განცხადებით, ის ორშაბათს განაახლებს ავიარეისებს დამასკში და ალეპოში. ფრენა ბოლო სამი დღე იყო შეჩერებული, უსაფრთხოების მხრივ მძიმე ვითარების გამო. სახელმწიფო მედიის ცნობით, ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში კვირას 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 24 დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „სანამ“ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა ამ აფეთქებას.
XS
SM
MD
LG