Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი თურქეთს ეწვია


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია თურქეთს, სადაც გამართავს მოლაპარაკებებს სირიის კონფლიქტზე და ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების გზებზე. ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს სირიის კონფლიქტი. თურქეთი გამოდის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომისაკენ მოწოდებით მაშინ, როცა რუსეთი ამ რეჟიმის მოკავშირე რჩება. ოთხშაბათს პუტინი თურქეთიდან თურქმენეთში გაემგზავრება. უცხოეთში ამ ვიზიტამდე, კრემლმა უარყო ინფორმაცია, რომ 60 წლის პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ზურგის არეში კუნთის დაზიანების შემდეგ.
XS
SM
MD
LG