Accessibility links

logo-print

იგორ გიორგაძე დევნის შეწყვეტას სთხოვს საქართველოს პროკურატურას


უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე მისი დევნის შეწყვეტას საქართველოს პროკურატურისგან ითხოვს. გაზეთ “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში რუსეთიდან ტელეხიდისას გიორგაძემ განაცხადა, რომ მისმა ადვოკატმა პროკურატურას უკვე მიმართა. უშიშროების ყოფილი მინისტრის მტკიცებით, დევნა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ბრალი არ წარუდგენია არცერთ საგამოძიებო ორგანოს და სასამართლოს. ”აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სრულიად ლეგიტიმურია ჩემი მოთხოვნა ქვეყანაში დაბრუნების თაობაზე” - განაცხადა იგორ გიორგაძემ. მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს. გიორგაძე, რომელმაც საქართველო დატოვა პრეზიდენტ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დღემდე ინტერპოლის მიერ იძებნება.
XS
SM
MD
LG