Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოეხმაურა 2 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლის ფაქტს დღეს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც მიესალმა ინციდენტის შემდგომი დაძაბულობის შესამცირებლად ე.წ. ცხელი ხაზის გამოყენებას. მისია აღნიშნავს, რომ 2 დეკემბერს ყურადღებით აკვირდებოდა სიტუაციას და ხელს უწყობდა მხარეთა კომუნიკაციას სოფლების აბანოს, კოდასა და წნელისთან მომხდარი ინციდენტის გამო. ევროკავშირის მეთვალყურეებმა ინფორმაცია მიიღეს ყველა მხარისგან და შეხვდნენ მძღოლს, რომლის მიკროავტობუსსაც ესროლეს. მისიის განცხადებით, ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლის შემდეგ ინციდენტის განსახილველად გაიმართა ქართული და სამხრეთ ოსური სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს მოუწოდებს, კონსტრუქციული მიდგომა შეინარჩუნონ და თავშეკავება გამოიჩინონ. 2 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფები დეკემბერშივე იმსჯელებენ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრისას.
XS
SM
MD
LG