Accessibility links

პაკისტანში აფეთქებამ შეიწირა ორი პოლიციელი


პაკისტანში ორი პოლიციელი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავართან აფეთქების შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება მიმართული იყო პოლიციის მიკროავტობუსის წინააღმდეგ. ფეშავარი მდებარეობს რეგიონთან, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება და რომელსაც ისლამისტი მეამბოხეები იყენებენ დასაყრდენად ავღანეთში და პაკისტანში იერიშების მოსაწყობად.
XS
SM
MD
LG