Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო აკრიტიკებს გაეროს ტრიბუნალის ყოფილ მთავარ პროკურორს


კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ენვერ ჰოჯაი ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს გაეროს ტრიბუნალის ყოფილ მთავარ პროკურორს, კარლა დელ პონტეს. ჰოჯაიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დელ პონტეს მოთხოვნით, განმეორებით ჩატარდა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის რამუშ ჰარადინაის სასამართლო პროცესი, რისთვისაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა. ამ პროცესმა, მინისტრის აზრით, ზიანი მიაყენა კოსოვოს იმიჯს. ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულთა გაეროს ტრიბუნალმა გასულ კვირაში გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა ჰარადინაის, რომელსაც წაყენებული ჰქონდა 1998-1999 წლებში კოსოვოს კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ბრალდება. პირველად ტრიბუნალმა ის 2008 წელს გაამართლა. კოსოვოს მთავრობა და ალბანეთი მოითხოვენ დელ პონტეს საქმიანობის გამოძიებას.
XS
SM
MD
LG