Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს უჩა ნანუაშვილი კანდიდატურას


საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველად მხარს დაუჭერს უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ. აქამდე ცნობილი იყო, რომ უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე უპირატესობას ანიჭებდა ნინა ხატისკაცის კანდიდატურას. პარლამენტში სახალხო დამცველს დაამტკიცებენ, სავარაუდოდ, 7 დეკემბერის პლენარულ სხდომაზე. უჩა ნანუაშვილი ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელია.
XS
SM
MD
LG