Accessibility links

logo-print

თბილისში აღმოაჩინეს „დიდი ოდენობით“ დაურეგისტრირებელი იარაღი


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ იქნა „დიდი ოდენობით“ დაურეგისტრირებელი იარაღი. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის განცხადებით, სამართალდამცველებმა 3 დეკემბერს ამოიღეს ავტომატური და პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ამავე წყაროს ინფორმაციით, იარაღის საცავის შესახებ ორშაბათს დილით გახდა ცნობილი, როდესაც თავდაცვის უწყებას მიმართა მოქალაქემ, რომლის ბინაშიც ინახებოდა ეს შეიარაღება. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG