Accessibility links

logo-print

ელჩი იუვალ ფუქსი: ისრაელი იმედგაცრუებულია საქართველოს გადაწყვეტილებით


საქართველოში ისრაელის ელჩის, იუვალ ფუქსის განცხადებით, ისრაელი გაკვირვებული და იმედგაცრუებულია პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებით. იუვალ ფუქსის ეს განცხადება, რომელიც გაკეთდა თბილისში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, მოჰყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაში 29 ნოემბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე პალესტინისათვის „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსის მინიჭებას. გაეროს წევრ 138 ქვეყანას შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა პალესტინელების ერთეულის სტატუსის გაზრდას, იყო საქართველოც, წინააღმდეგ გამოვიდა ცხრა ქვეყანა, ხოლო 41-მა თავი შეიკავა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანიას დღევანდელი განცხადებით, პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ყოფილა ზედაპირულად მიღებული და ქართული მხარე აწარმოებდა ინტენსიურ კონსულტაციებს ყველა მხარესთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან.
XS
SM
MD
LG