Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი შეშფოთებულია სირიის ქიმიური იარაღის საკითხით


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს სულ უფრო მეტად აშფოთებს ვარაუდი, რომ სირია გეგმავს ქიმიური იარაღის გამოყენებას. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის თქმით, ვაშინგტონი ამ შესაძლებლობის ხორცშესხმის შემთხვევაში გასატარებელ ზომებზე მუშაობს. კარნის დეტალები არ გაუმხელია. მისი განცხადებების ფონია სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გაფრთხილება - რომ აშშ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუკი სირია მართლაც გამოიყენებს ამ იარაღს. კლინტონი ამ განცხადებით ორშაბათს, პრაღაში გამოვიდა. მისი თქმით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნება „წითელი ხაზის“ გადაკვეთის ტოლფასი აქტი, რომელიც რეაგირებას საჭიროებს. კლინტონის გაფრთხილებას სირიის მთავრობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღას „არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში“ არ გამოიყენებს. ორშაბათს გაერომ განაცხადა, რომ სირიიდან მთელი შემადგენლობთ გამოყავს თავისი "დამხმარე" პერსონალი, ქვეყანაში ვითარების გაუარესების გამო.
XS
SM
MD
LG