Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე


საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი აზერბაიჯანმა არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა, მის მიერ მთიან ყარაბაღში ჩასვლის გამო. ამის შესახებ თავად მაყვალა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის ყარაბაღში ახალგაზრდა მწერლების მიერ ორგანიზებულ პოეზიის საღამოზე სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა. შემდეგ, მაყვალა გონაშვილის თქმით, მას საგარეო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში გამგზავრებისგან თავშეკავება ურჩიეს. ”ჩემთვის აზერბაიჯანში ჩაუსვლელობა მძიმე იქნება, მაგრამ გაცილებით შემაწუხებს ის ფაქტი, თუ ამას ჩემი მეგობრები ვერ გაიგებენ",- განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.
XS
SM
MD
LG