Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე პალესტინის ავტონომიას ეწვევა


იორდანიის მეფე აბდულა პალესტინელთა ტერიტორიას ეწვევა ამ კვირაში, გაეროში პალესტინელთა ავტონომიის არაწევრ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ პირველი უცხოელი სტუმრის სახით. სამშაბათს პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მრჩეველმა, ნიმრ ჰამადმა განაცხადა, რომ აბდულა თვითმმართველობას ეწვევა ხუთშაბათს. იორდანიის ინკოგნიტო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს პალესტინელთათვის იორდანიის მხარდაჭერას გაეროში ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გასულ კვირაში მხარი დაუჭირა პალესტინელთა დელეგაციის სტატუსის გაზრდას მეთვალყურიდან არაწევრ სახელმწიფომდე. ამის შემდეგ ისრაელმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამი ათას ბინას აუშენებს ებრაელ ახალმოსახლეებს. ამ გეგმას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, „თითქმის სასიკვდილო დარტყმა“ უწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, გეგმა მისი თქმით, უკანონოა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG