Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმერეთიში მომხდარი ავტოავარიის გამო


საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმერეთის რეგიონში მომხდარი ავტოავარიის გამო, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი თანაუგრძნობს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. შსს-ს ინფორმაციით, 3 დეკემბერს საღამოს, სოფელ წევასთან ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანის ბორტიდან გადმოვარდა ლითონის რულონი, რომელიც საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ მიკროავტობუსის მძღოლი და ექვსი მგზავრი. სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. საქმეს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველო იძიებს.
XS
SM
MD
LG