Accessibility links

5 დეკემბერს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მაია ფანჯიკიძე თბილისის დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ ფანჯიკიძე დაესწრება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, დღეს შემდეგი განაცხადა საქართველოს თაობაზე: „ხვალ შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველო ერთგული პარტნიორია და ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას და ყველა მხარეს წავახალისებთ,არ შეაყოვნონ დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესი“.
XS
SM
MD
LG