Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ძნელაძე წარდგენილია შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე პრეზიდენტს წარუდგინა ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლკოვნიკ ძნელაძის კანდიდატურა ირაკლი ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის კონსულტაციის შედეგად შეირჩა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეთანხმებით მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები უფრო სწრაფად განხორციელდება. ირაკლი ალასანიამ პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება - ნატოს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ძნელაძე, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს, ბოლო პერიოდში იყო თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მანამდე კი სხვადასხვა დროს მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.
XS
SM
MD
LG