Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობებიდან მოხსნა მაღალი რანგის ოფიციალური პირები


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან მოხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო კომიტეტის, ასევე სასჯელის აღსრულების ფედერალური სამსახურის მაღალი რანგის ოფიციალური პირები. პუტინმა სამშაბათს მოgწერა ხელი განკარგულებას მიგრაციის ფედერალური სამსახურის საპასპორტო კონტროლის და რეგისტრაციის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მიხაილ უტიაცკის, ასევე სასჯელის აღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსეი ველიჩკოს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. პრეზიდენტმა თანამდებობიდან მოხნა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო აღჭურვილობის და კომუნიკაციის განყოფილების, ასევე რუსეთის სხვადასხვა ოლქში ამავე სამინისტროს დირექტორატის ხელმძღვანელები. პუტინის ვებსაიტი განმარტებას განთავისუფლებების გესახებ არ იძლევა.
XS
SM
MD
LG