Accessibility links

logo-print

ნატო თურქეთში „პეტრიოტის“ რაკეტების განთავსებას მხარს დაუჭერს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რწმენა გამოთქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თურქეთის თხოვნას, მის ტერიტორიაზე ნატოს მიერ ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტების განთავსების შესახებ, დაკმაყოფილებს. ანკარას თხოვნის საფუძელი სირიისგან თავდაცვაა, შესაძლო იერიშის შემთხვევაში.
„როგორც ადრეც არაერთხელ გვითქვამს, ამ იარაღის განთავსება მხოლოდ თავდაცვას ემსახურება. ის არავითარ შემთხვევაში გაუწევს ხელშეწყობას ფრენისგან თავისუფალი ზონის დაცვას ან შეტევით ოპერაციებს“, თქვა რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. რასმუსენმა განაცხადა, რომ რაკეტების განთავსება მომავალ კვირებში მოხდება მას მერე, რაც ალიანსის წევრები, რომლებსაც გაჩნიათ ეს რაკეტები გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ.
XS
SM
MD
LG