Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებას ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა


პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ ცოტა ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა თვითმკვლელთა მიერ მანქანის აფეთქებას პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში, ავღანეთთან საზღვრის ახლის. დანაღმულ მანქანას ორი პირი მართავდა. ისინი სამხრეთ ვაზირისტანში მდებარე სამხედრო ბაზის ჭიშკარს მიუახლოვდნენ. აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ავტომანქანას სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და მან ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ მოახერხა.
XS
SM
MD
LG