Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩეხეთს მადლობას გადაუხდის პალესტინაზე პოზიციისთვის


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ იწყებს ვიზიტს ჩეხეთში. ის პირადად გადაუხდის მადლობას ამ ქვეყნის ლიდერებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინისთვის სტატუსის გაზრდის საკითხზე უარყოფითი პოზიციის გამოხატვისთვის. ნეტანიაჰუ დღეს უნდა შეხვდეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ნეჩასს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის საკითხზე რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 ქვეყანამ, მათ შორის - ჩეხეთმა, აშშ-მა, კანადამ და ისრაელმა. 138-მა ქვეყანამ (მათ შორის საქართველომ) მხარი დაუჭირა რეზოლუციას. ჩეხეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, ვინც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ჩეხეთის შემდეგ ნეტანიაჰუ გერმანიაში ჩავა, სადაც მას მოუწევს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიებად მოაზრებულ მიწებზე ახალი დასახლებების მშენებლობის გეგმის განმარტება.
XS
SM
MD
LG