Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ნატოს მინისტერიალის ფარგლებში დღეს ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა. სხდომის გახსნისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში კვლავაც გაგრძელდეს დემოკრატიული განვითარების პროცესი. „ოქტომბერში საქართველომ ჩააბარა მნიშვნელოვანი გამოცდა - ჩაატარა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“, განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ითანამშრომლონ ამ იმპულსის შესანარჩუნებლად, კოჰაბიტაციის პირობებში განაგრძონ აუცილებელი რეფორმების განხორციელება და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის - კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის სრული აღიარებით“, - განაცხადა რასმუსენმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაში.
XS
SM
MD
LG