Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავი მოიკლა ნატოში სერბიის ელჩმა


ნატოში სერბიის ელჩმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ბრიუსელის აეროპორტის ავტოსადგომის შენობიდან გადმოხტომით. სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა დაადასტურა ბრანისლავ მილინკოვიჩის თვითმკვლელობა და მას „ძალიან ტრაგიკული ფაქტი“ უწოდა. მისი თქმით, თვითმკვლელობის მიზეზები ჯერჯერობით გაურკვეველია. სერბიის მედიაში გავრცელებული ცნობებით, მილინკოვიჩი მრავალსართულიანი ნაგებობიდან გადმოხტა და ეს აქტი სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის თვალწინ განახორციელა. სერბია ნატოს წევრი არ არის, თუმცა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. ელჩის თვითმკვლელობა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას მოხდა. მილინკოვიჩი გამოცდილი დიპლომატი იყო. ნატოში სერბიის ელჩად ის 2009 წლის შემდეგ მუშაობდა.
XS
SM
MD
LG