Accessibility links

logo-print

კაიროში მოხდა შეტაკება პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის


კაიროში, პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება, რომლისათვის ბოლოს მოსაღებადაც საქმეში ჩაერია ეგვიპტის პოლიცია. მხარეებმა ერთმანეთს აალებადი ყუმბარები დაუშინეს მას შემდეგ, რაც მურსის მომხრეებმა იერიში მიიტანეს ოპოზიციონერი დემონსტრანტების ბანაკზე პრეზიდენტის სასახლესთან. დემონსტრანტები აპროტესტებენ მურსის გასული თვის დეკრეტს, რომელიც მას დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს და ასევე აპროტესტებენ ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელსაც მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ისლამისტებმა. ბოლო დღის არეულობების მიუხედავად, ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა მაჰმუდ მეკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის შესახებ რეფერენდუმი გეგმისამებრ ჩატარდება 15 დეკემბერს. მეკის თქმით, მანამდე შესაძლებელია ოპოზიციასთან ერთსულოვნების მიღწევა პროექტის სადავო მუხლების შეცვლაზე. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მოჰამად ელბარადეიმ პრეზიდენტი მურსი დაადანაშაულა ძალადობაში, მაგრამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის დიალოგისათვის.
XS
SM
MD
LG