Accessibility links

აშშ შიშობს, რომ სირიის პრეზიდენტმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონი შიშობს, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა - თუ მას ძალაუფლების შენარჩუნების იმედი გადაეწურა - შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. კლინტონის თქმით, ვაშინგტონმა სირიის პრეზიდენტს მკაფიოდ განუცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია ქიმიური იარაღის გამოყენება. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ნათელი არ არის მხოლოდ ის, თუ კიდევ რამდენი ხანი გავა და რამდენი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს სირიაში, ვიდრე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხობა. კლინტონმა სირიაში კონფლიქტზე ისაუბრა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალში მონაწილეობისას. ამ შეხვედრაზე ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირა თურქეთისათვის "პეტრიტორის" ტიპის რაკეტების გაგზავნას, სირიის საზღვართან განსათავსებლად.
XS
SM
MD
LG