Accessibility links

პარლამენტმა პოლიტპატიმრად ცნო 190 პირი და პოლიტდევნილად - 25


საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" დადგენილების პროექტი. მას მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 14 კანონმდებელი. დადგენილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიების შესაბამისად განისაღზვრება იმ პირთა სია, რომლებიც მიიჩნევიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად. პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა 190 პირს, ხოლო პოლიტდევნილის სტატუსი - 25-ს. ამავე დადგენილებით, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები. ამავდროულად, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ პირთათვის სამართლებრივი სტატუსისა და მარეაბილიტირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ პოლიტიკური ნიშნით და ამ დადგენილების მიღებამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
XS
SM
MD
LG