Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში წარადგინა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თავდაცვის სამინისტროში წარადგინა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე. მისი კანდიდატურა შეირჩა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ირაკლი ძნელაძეს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს სამხედრო სფეროში. ხოლო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რომელიც მან სამინისტროში გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის წარდგენისას გააკეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალები არავის ხელში არასოდეს იქნება პოლიტიკური თამაშის იარაღი. ამავე შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე დაუბრუნდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. შეგახსენებთ, რომ კალანდაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის 3 საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებებით.
XS
SM
MD
LG