Accessibility links

logo-print

ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატო საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული რჩება


ნატოს გენერალურმა მდივანმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც ის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას აფასებს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზეც აკეთებს კომენტარს. ”მივესალმებით ახალი მთავრობის შემართებას, გააღრმავოს რეფორმები, გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა” - ნათქვამია მიმართვაში. ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ნატო საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული რჩება და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ”ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ვაფასებთ საქართველოს შთამბეჭდავ წვლილს ავღანეთის მისიაში", - აღნიშნავს ანდერს ფოგ რასმუსენი. ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში გუშინ დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG