Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი სამხედროები ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძეს იცავენ


დღეს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს მეოთხე ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ლაშა გოგიტიძისა და და ლევან ირემაშვილის ხელმოწერილი მიმართვა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის წვლილზეა ლაპარაკი ქართული არის მშენებლობის საქმეში. ” ბაჩო ახალაიას მოუწია არაერთი სამხედრო პირის და "ვაი-ჯარისკაცის" განაწყენება - მათი ჩამოცილება იმ საპასუხისმგებლო პოსტებიდან, რომელსაც მინისტრის აზრით სხვა შემართება და პატრიოტიზმი ჭირდებოდა" - ნათქვამია წერილში, რომლის ავტორებიც მოუწოდებენ ჯარის დღევანდელ მეთაურებს, "სწორად გაიაზრონ ამ ინსტიტუტის ღირებულება და თუ არაფერს შემატებენ, ნუ დაანგრევენ მაინც დღეს ჯარში მომსახურე ბიჭებს და ნუ დაუთესავენ ისეთ განცდას, თითქოს ვარჯიში და შესაბამის კონდიციებში ყოფნა წამება ან ვინმეს პირადი შეურაცხყოფა იყოს" მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, რადგან ””კეთილის მსურველებმა დროულად გაანდეს დღევანდელი ხელისუფლების გეგმა, რომლის ნაწილი შესრულებულია და იდევნება ჯარის არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომ მათ რიგებში ერთ-ერთი პირველები ისინი უნდა ყოფილიყვნენ”.
XS
SM
MD
LG