Accessibility links

logo-print

გერმანიის მთავრობა თანახმაა თურქეთში „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების განთავსებაზე


გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა თურქეთში „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების განთავსების გეგმა. მიზანია თურქეთის დაცვვა სირიისაგან საფრთხის შემთხვევაში. გერმანიის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მოჰყვა ნატოს მინისტერიალზე მიღწეულ შეთანხმებას, დაკმაყოფილდეს ანკარის შესაბამისი თხოვნა. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე კვირაში გერმანიიდან თურქეთში ჩავა ორი სარაკეტო ბატარეა, 400 ჯარისკაცთან ერთად. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდო ვესტერველეს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ამ ზომას მიემხრობა დიდი უმრავლესობა პარლამენტში. ნატოს წევრ თურქეთს სურს, უზრუნველყოს თავდაცვა მეზობელი სირიიდან სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისაგან, სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებების ფონზე. სირიაში გასროლილი რაკეტები უკვე ბევრჯერ ჩავარდა თურქეთის ტერიტორიაზე. ანკარას, სავარაუდოდ, აშშ და ნიდერლანდიც მიაწვდიან „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებს.
XS
SM
MD
LG